11 თებერვალი მეცნიერი ქალებისა და გოგოების საერთაშორისო დღეა. ფორსეტმა ეს დღე მასშტაბური ღონისძიებით აღნიშნა და ტექნოპარკში 200-მდე ადამიანს უმასპინძლა.
აუდიტორიამ მოისმინა Საქართველოში ტექნოლოგიების სფეროში მომუშავე ქალების ინსპირაციული გამოსვლები და დისკუსია თემაზე: ქალები STEM-ში, სირთულეები და გამოწვევები.
ჩატარდა ხუთი პარალელური ვორკშოპიც:
Როგორ შევქმნათ კომპიუტერული თამაში;
ხელოვნური ინტელექტის საფუძვლები;
ნეირომეცნიერება ყოველდღიურობაში: როგორ დავეხმაროთ ტვინს, ფოკუსირდეს;
როგორ არ გავხდეთ კიბერთაღლითობის მსხვერპლი;
Მონაცემთა მეცნიერება მარკეტინგში.
ღონისძიება ორგანიზებული იყო ფორსეტის მიერ. პარტნიორები: DataFest Tbilisi, Bank of Georgia, გაეროს ქალთა ორგანიზაცია, Smart Academy • სმარტ აკადემია, ლურჯი ოკეანე, NEXT.On.ge და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო, IDS Borjomi Georgia.
Comments