„ფორსეტი“ აცხადებს მონაცემთა ვიზუალიზაციის კონკურსს ორი მიმართულებით:
„ტექნოლოგიებით წახალისებული გენდერული ნიშნით ძალადობა“
„რუსული კანონი და არჩევნები“
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ სხვადასხვა პროფესიისა და უნარების მქონე ადამიანებს, მათ შორის: სტატისტიკოსებს, მკვლევრებს, მონაცემთა მეცნიერებსა და ანალიტიკოსებს, გრაფიკულ, UI/UX, 3D და მოუშენ დიზაინერებს, ქოფირაითერებს, სტუდენტებს, სხვადასხვა ორგანიზაციაში მომუშავე კომუნიკაციების სპეციალისტებს და სხვა რელევანტური უნარების მქონე პროფესიონალებს.
კონკურსის თითოეული მიმართულებისთვის გამოყოფილი საპრიზო ფონდია 10 000 ლარი.
>> დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.
>> რეგისტრაციისთვის კი შეავსეთ ფორმა.
რეგისტრაციის ბოლო ვადაა: 2024 წლის 15 ივლისი.
შექმნილი პროდუქტების ჟიურის წინაშე პრეზენტაციის თარიღი: 2024 წლის 31 ივლისი.
Comments