top of page
პროექტის აღწერა
ჩვენი მიზანია, ინფორმაციის თავისუფლების უფლებით ყველა მოქალაქემ თანაბრად და თავისუფლად ისარგებლოს. Askgov.ge სწორედ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის პროცედურის გამარტივებას ემსახურება. პორტალი 300-ზე მეტი საჯარო დაწესებულების საკონტაქტო ინფორმაციას აერთიანებს და მოქალაქეებს სთავაზობს, ერთ სივრცეში, მარტივად გამოითხოვონ სასურველი საჯარო ინფორმაცია. პორტალი ბრიტანული ორგანიზაციის, mySociety-ის პროექტ Alaveteli-ის ქართული ანალოგია. საქართველოში Askgov.ge-ის შექმნასა და მართვას ფორსეტი უძღვება ღია მმართველობის პარტნიორობის ინოვაციების გრანტის მხარდაჭერით.
bottom of page