პროექტის აღწერა
პროექტი „მონაცემთა ვიზუალიზაციის ჰაკათონი სოციალური დახმარებისთვის“ მიზნად ისახავდა ახალგაზრდებისთვის განკუთვნილი სოციალური დაცვის პროგრამებზე ცნობიერების ამაღლებას მონაცემთა ვიზუალიზაციის შექმნისა და გავრცელების გზით. პროექტი დაყოფილი იყო ორ ნაწილად - 1. ჰაკათონის მასპინძლობა; 2. Ახალგაზრდებისთვის განკუთვნილი სოციალური სერვისების კამპანიების განხორციელება, ჰაკათონზე შექმნილი მასალების საშუალებით. ჟიურიმ გამოავლინა 3 გამარჯვებული და ფორსეტმა უზრუნველყო ინკუბაციის პერიოდი შემდეგი პროდუქტებისთვის:
ინტერაქტიული პორტალი პოტენციური ბენეფიციარებისთვის რელევანტური სერვისების მოსაძიებლად;
საკომუნიკაციო კამპანია შიდა ქართლის რეგიონული მედიისთვის;
ბარათები ლაგოდეხის ახალგაზრდების სოციალური დაცვის სამსახურებზე;
ახალგაზრდებისთვის განკუთვნილი სოციალური დაცვის პროგრამებზე დასაბეჭდი საინფორმაციო ბარათები
საკონტაქტო
პროექტის დეტალები
კატეგორია:
სამოქალაქო ტექნოლოგიები
ხანგრძლივობა
2023